|
2025-08-20 15:09:16, 5879 ნახვა
სამხედრო
მე-4 ბრიგადის სამხედროებს კრიზისული სიტუაციების მართვაში წვრთნები ჩაუტარდათ
მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში სწავლება ჩაუტარდათ. ბრიგადის პირადი შემადგენლობის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა კრიზისული სიტუაციების მართვის, საგანგებო სიტუაციებსა და სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით გადაუდებელი და აუცილებელი მოქმედებები წარუდგინეს. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის მოხმარების წესების გაცნობის შემდეგ, სწავლების მონაწილეებმა ველზე გადაინაცვლეს და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებები პრაქტიკაში განახორციელეს. სწავლება ეროვნული გვარდიის მხარდაჭერითა და კოორდინაციით განხორციელდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებისთვის საგანგებო სიტუაციებში, განსაკუთრებით ლოკალურ დონეზე სწრაფად და სწორად რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას. დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებში აღნიშნული სწავლების ჩატარების შემდეგ, ამჟამად წვრთნას აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფები გადიან. კრიზისული სიტუაციების დროს, მსგავსი სწავლებები ხელს უწყობს უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებასა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)