18:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-23 16:19:55, 4063 ნახვა

პოლიტიკა
სამმა ამერიკელმა სენატორმა MEGOBARI-ს აქტი დაბლოკა

ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ იუწყება, რომ სამი სენატორი MEGOBARI-ს აქტის მიღებას ბლოკავს.

როგორც რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, საუბარია სენატორებზე მარკვეინ მალინს, მაიკ ლიზე და რენ პოლზე.

„MEGOBARI აქტს, ორპარტიულ მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც პუტინის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უჭერს მხარს, სამი სენატორი: მარკვეინ მულინი, მაიკ ლი და რენ პოლი ბლოკავს. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს - რატომ? ეს მნიშვნელოვანი კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ“, - წერს ალექს რაუფოღლუ.

MEGOBARI-ს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს და ვიზების შეზღუდვებს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. MEGOBARI აქტის სრული სახელწოდებაა „საქართველოს ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“.

მის ოფიციალურ სახელწოდებაში ასევე შედის: „ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics