21:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-14 13:47:26, 1150 ნახვა

პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი საქართველოში დაკავებასა და რეპრესიების გამწვავებას დემოკრატიის ეროზიის დასტურად მიიჩნევს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაიწყოს ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის მხარესთან, რათა იპოვოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან, განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში გარეთ უორდმა ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჟურნალისტების დაკავებას და კრიტიკოსების მიმართ რეპრესიების ზრდას საქართველოში დემოკრატიის ეროზიის დასტურად მიიჩნევს.

„გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, რომელიც გლობალურად იცავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებებს. კოალიციის ბევრი წევრი განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესებით, მათ შორის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესით ხელისუფლების კრიტიკისთვის. დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ისევე როგორც მისი ევროპელი პარტნიორების უმეტესობა, ჟურნალისტების დაკავებას, თვითნებურ დაპატიმრებებს და სხვა კრიტიკოსების მზარდ რეპრესიებს საქართველოში დემოკრატიის ეროზიის დასტურად მიიჩნევს, რაც ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.“

„შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაიწყოს ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის მხარესთან, რათა იპოვოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა გარეთ უორდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics