21:05 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-11 14:01:08, 1788 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის საგარეო მინისტრი ამბობს რომ ოცნების კორუფციულ სხემებს შეისწავლის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეივიდ ლემიმ უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს, რა დროსაც, მას კითხვა ასევე დაუსვეს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე „ქართული ოცნების” წევრების „გადამალულ ფინანსებთან” დაკავშირებით.

„თქვენ დიდ ძალისხმევას დებთ იმაში, რომ ლონდონი ყოფილიყო მსოფლიოს ანტიკორუფციული დედაქალაქი, რასაც ძალიან გიფასებთ. ამ კონტექსტში მსურს, ძალიან მოკლედ ვისაუბრო საგარეო ტერიტორიებზე საქართველოსთან მიმართებაში.

საქართველოში, მმართველი პრორუსული პარტიის „ქართული ოცნების” წამყვანი წევრები, მაშინ, როცა სჯიან სამოქალაქო საზოგადოებასა და ზღუდავენ საქართველოს მოსახლეობის სამოქალაქო თავისუფლებებს, სავარაუდოდ, იყენებენ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს, რათა დამალონ და დაფარონ საკუთარი ქონება.

ამავე დროს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა კვლავ გადააცილა ვადას, რომ წარედგინა საჯაროდ ხელმისაწვდომი ბენეფიციარი მესაკუთრეების რეგისტრების დანერგვაზე გეგმა. როგორ ფიქრობთ, რა გზავნილია ეს მსოფლიოსთვის?”, – ჰკითხეს მას.

დეივიდ ლემიმ აღნიშნა, რომ ის ამ საკითხს არ იცნობს დეტალურად, თუმცა შეისწავლის და პოზიციას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთანაც გამოხატავს:

„ეს საშინელი გზავნილია და სწორედ ამაზე ვაგრძელებთ დისკუსიას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან. ჩვენ ამას სერიოზულად ვუდგებით. სწორედ ამიტომ ვგეგმავ მომავალ წელს ფინანსურ გამჭვირვალობაზე კონფერენციის გამართვას.

[…] მე დეტალურად არ ვიცნობ საკითხს საქართველოს შესახებ და იქ არსებულ კორუფციულ აქტივობებზე, თუმცა მას ახლოდან შევისწავლი და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან საკითხს წარმოვადგენთ”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics