|
2025-07-10 16:59:38, 8936 ნახვა
სპორტი
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის B დივიზიონისთვის ემზადება - კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები FIBA U20 EuroBasket 2025-ის B დივიზიონში მიიღებს მონაწილეობას. თამაში 11-20 ივლისს, ერევანში (სომხეთი) გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრიის, შვეიცარიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, დანიისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდება. ტურნირის მთავარი მიზანი პირველი სამი ადგილის დაკავება და A დივიზიონში გადასვლაა. სწორედ ამ შედეგით დასტურდება მომავალი თაობის პროგრესი და ეროვნული კალათბურთის მაღალი სტანდარტები. მოსამზადებელი ეტაპი გუნდისთვის განსაკუთრებით ინტენსიური და მრავალფეროვანი იყო. უკვე თვეზე მეტია, ნაკრები აქტიურად ემზადება. სამზადისი გაიმართა მათ შორის ლატვიაში გამართულ შეკრებაზეც, სადაც კალათბურთელები ყოველდღიურ ტაქტიკურ და ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად სხვადასხვა ამხანაგურ შეხვედრებში ევროპული ნაკრებების წინააღმდეგ მონაწილეობდნენ. ამ მატჩებმა გუნდს მისცა გამოცდილება და ტურნირისთვის აუცილებელი სათამაშო რიტმი. ნაკრების შემადგენლობა ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული – გუნდი, რომელიც მზად არის იბრძოლოს თითოეული თამაშისთვის და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. FIBA U20 EuroBasket B დივიზიონი არის უმნიშვნელოვანესი ასპარეზი ახალგაზრდა ტალანტებისთვის და საქართველოსთვის – შანსი, დაამტკიცოს საკუთარი ადგილი ევროპის კალათბურთის ელიტაში. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ზე. კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)