|
2025-07-04 16:07:18, 8468 ნახვა
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებები ოფიციალურ ფორმებზე „Georgia“-ს ნაცვლად „საქართველო“-ს გამოიყენებენ
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები — მათ შორის, ვაჟთა, ქალთა და ასაკობრივი გუნდები — საერთაშორისო მატჩებზე მაისურებზე წარწერას „საქართველო“ გამოიყენებენ, რითაც ინგლისური „Georgia“-ს ჩანაცვლება მოხდება. ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა. საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან საქართველო ხდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ფიბამ (საერთაშორისო კალათბურთის ფედერაცია) მშობლიურ ენაზე და უნიკალური დამწერლობით — ქართულად — ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებში ქვეყნის სახელის გამოყენების ნება დართო. ფიბას მხრიდან ამ ნაბიჯის აღიარება საერთაშორისო დონეზე ენობრივი მრავალფეროვნებისადმი მზარდი ყურადღების და კულტურული იდენტობის პატივისცემის მაგალითია. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ეროვნული თვითმყოფადობის, ენისა და კულტურის პოპულარიზაციას და სპორტულ ასპარეზზე გაძლიერებას. წარწერა „საქართველო“ არა მხოლოდ ფორმებზე გამოჩნდება, არამედ აისახება ბრენდინგში, სარეკლამო მასალებში და ფედერაციის ციფრულ არხებზეც. ახალი ფორმები და ვიზუალური იდენტობა პირველად ასაკობრივ და ქალთა ევროპის ჩემპიონატებზე იქნება გამოყენებული. აგვისტოში კი, ქვეყნის მთავარი ნაკრები, ევროპის მთავარ სცენაზე - ევრობასკეტზე სწორედ ამ ფორმით წარსდგება. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებებს
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)