01:24 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 20:34:52, 1523 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანელი პარლამენტარი - საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო - გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს, - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მადლობა ბენჯამინ ჰადადსა და სტივენ დოუთის ამ უმნიშვნელოვანესი და დროული შეხვედრის ორგანიზებისთვის.

საქართველოს ახლა სჭირდება გაერთიანებული სამეფო - [გაერთიანებული სამეფოს] საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს“, - წერს მაკკლირი.

ცნობისთვის, მაკკლირი 1-ელ ივლისს სტივენ დოუთის (დიდი ბრიტანეთი ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი) მიერ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრას ეხმაურება, რომელშიც მონაწილეობას პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები იღებდნენ, მათ შორის იყო საფრანგეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ბენჯამინ ჰადადი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics