01:24 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-02 18:42:29, 768 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - back way ticket გაქვთ?

ერთი კითხვა მაქვს: გადავდექი და „რატომ მიგვატოვეო“. „წავედი და ე, ბიჭო, როდის დაბრუნდები, სწრაფად, ძალიან მოგვენატრეო“. ივანიშვილმა იცის, ასე რომ გიყვარვართ? ხომ არ ეჭვიანობს? - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ კომისიის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს.

გახარიას ამ განცხადებას თეა წულუკიანმა ასე უპასუხა: „ამაზე ჩემს ბავშვობაში, თქვენ რომ მოსკოვში სწავლობდით, ამბობდნენ „სად გავიცინოთო?!“

მანამდე გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე საუბრობდა, რომ არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა.

„ადასტურებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას და იქნებით ჩართული? თუ სადღაც სასტუმროში იქნებით? ანუ "back way ticket" გაქვთ?“- მიმართა წულუკიანმა გახარიას, რასაც მან უპასუხა, რომ „დიახ, ვადასტურებ! სრულად ვიქნები ჩართული, არ იღელვოთ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics