11:00 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 10:31:32, 650 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმირ პუტინი - აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალგაზრდული კონტაქტების გაფართოება მნიშვნელოვანია

ვლადიმირ პუტინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებული აფხაზეთსა და რუსეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტები გაფართოვდეს.

"მე მგონია, კარგი იქნებოდა, რესპუბლიკის ხელისუფლებასთან გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახალგაზრდული კონტაქტები გავაფართოოთ. და არა უბრალოდ კონტაქტები, არამედ შეიქმნას პირობები იმისთვის, რომ ეს კონტაქტები აქტიური იყოს, სარგებელი მოჰქონდეს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც თქვენს რესპუბლიკაში ცხოვრობენ და [კონტაქტები] რუსეთსა და აფხაზეთს შორის კავშირებს ამყარებდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა როგორც რესპუბლიკის, ისე ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის." - თქვა პუტინმა რეგიონებში ახალგაზრდულ ცენტრთა გახსნის ღონისძიებაზე.

"აფხაზეთში მგონი ყოველი მეორე ან მესამე რუსეთის მოქალაქეა. ჩვენ ამას განსაკუთრებული გრძნობით ვეკიდებით." - დაამატა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics