|
2025-06-26 17:16:55, 7342 ნახვა
სპორტი
ხორვატიის შემდეგ გერმანია - საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს
საქართველოს 7-ქალა ნაკრები გერმანიაში, ჰამბურგში იმყოფება, სადაც 27-29 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ითამაშებს. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელსაც ხორვატიამ, მაკარსკამ უმასპინძლა, საქართველოს 7-ქალამ ერთი გამარჯვება მოიპოვა და მე-11 ადგილი დაიკავა. ჰამბურგის ეტაპზე, ჯაბა მალაღურაძის გუნდი B ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეებად საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია ეყოლება. მაკარსკას შემდეგ, გუნდში სამი ცვლილება მოხდა და ნაკრებს ირმა გულიაშვილი, ანი კაპანაძე და მარიამ ბერანძე შეუერთდნენ. საბოლოო განაცხადი კი, ასეთია: ირმა გულიაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, მარიამ გოგუაძე, ანა ხაბულიანი, ლიკა ხუფენია, სალომე მაკასარაშვილი, ანა პოღოსიანი, ანი კაპანაძე, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, ნინო წიკლაური, მარიამ ბერანძე. საქართველოს 7-ქალა ჰამბურგში ასპარეზობას 27 ივნისს, საფრანგეთთან მატჩით დაიწყებს: საფრანგეთი Vs საქართველო | 27 ივნისი ესპანეთი Vs საქართველო | 27 ივნისი გერმანია Vs საქართველო | 28 ივნისი საქართველოს 7-ქალამ ახალი ისტორია უკვე დაწერა და წარმატების გზაზე სვლას მიზანმიმართულად აგრძელებს. მაკარსკაში იტალიის ნაკრებთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ახლა შემდეგი ნაბიჯის მოლოდინში ვართ. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა სპორტის განვითარება და ის იმპულსი, რომელსაც ქალი სპორტსმენები ამ სფეროში ქმნიან. სწორედ, ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს 7-ქალა ნაკრებს - ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მაგალითით ამტკიცებენ, რომ სიძლიერეს სქესი არ აქვს, მთავარია გჯეროდეს. #ერთადგავიმარჯვებთ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)