12:51 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-26 16:16:43, 819 ნახვა

მსოფლიო
UK გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინას შეიარაღებას მიაწვდის

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგებით უკრაინისთვის იარაღი შეიძინა - კერძოდ, 350 ანტისარაკეტო რაკეტა, რომლის ღირებულება 70 მილიონ ფუნტს შეადგენს.

The Guardian-ის ინფორმაციით, ეს რაკეტები თავდაპირველად საჰაერო ბრძოლისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალებისა და MBDA UK-ის ინჟინრებმა ისინი მიწიდან გაშვების სისტემებისთვის მხოლოდ სამ თვეში გადააკეთეს.

ასევე, უკრაინაში დამატებით 5 Raven-ის გამშვები სისტემა გაიგზავნება, რაც უკრაინაში მათ საერთო რაოდენობას 13-მდე გაზრდის.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ეს პაკეტი ნატოს ყოველწლიურ სამიტამდე დააანონსა.

"რუსეთმა უნდა გადაიხადოს ფასი პუტინის ბარბაროსული და უკანონო ომისთვის და არა უკრაინამ" - თქვა სტარმერმა.

The Guardian წერს, რომ აღნიშნული პაკეტი გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისადმი გაწეული ყველაზე მასშტაბური სამხედრო დახმარების ნაწილს წარმოადგენს, რომლის საერთო ღირებულება 4.5 მილიარდ ფუნტს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics