12:52 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-25 10:04:57, 1290 ნახვა

მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - ველით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ნამდვილად ძლიერი იქნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ სანქციებს ელის, რაც რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ომის ბიუჯეტს დააზარალებს.

„კარგი შეხვედრა მქონდა კაია კალასსთან. განვიხილეთ ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯები რუსეთზე სანქციების გაზრდის მიზნით. ველით, რომ ისინი ნამდვილად ძლიერი იქნება და პუტინის ომის ბიუჯეტს დააზარალებს“, - წერს სიბიგა სოციალურ პლატფრომა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასსთან გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის აუცილებლობის საკითხიც განიხილეს.

„ასევე განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის აუცილებლობა. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა მოლაპარაკების პირველი კლასტერის გასახსნელად და რომ ერთი ქვეყნის მიერ პროცესის დაბრკოლება მიუღებელია“, - წერს სიბიგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics