14:28 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 10:13:03, 839 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია - გთხოვთ, არ დაარღვიოთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა.

„ცეცხლის შეწყვეტა უკვე ძალაშია. გთხოვთ, არ დაარღვიოთ იგი! დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი!“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.

„ვულოცავ ყველას! ისრაელი და ირანი სრულად შეთანხმდნენ, რომ იქნება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა (აქედან დაახლოებით ექვს საათში, როდესაც ისრაელი და ირანი შეწყვეტენ და დაასრულებენ საბოლოო მისიებს). 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. ოფიციალურად ირანი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგი 12 საათის განმავლობაში ისრაელი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და 24-ე საათზე მსოფლიო 12-დღიანი ომის დასასრულს მიესალმება. იმ ვარაუდით, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს, რაც ასეც მოხდება, მინდა, მივულოცო ორივე ქვეყანას, ისრაელსა და ირანს, გამძლეობის, გამბედაობისა და ინტელექტის გამო, რათა დაესრულებინათ ის, რასაც „12-დღიანი ომი“ უნდა ვუწოდოთ. ეს არის ომი, რომელიც შეიძლებოდა, წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი გაენადგურებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და არც არასდროს მოხდება! ღმერთმა დალოცოს ისრაელი, ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics