14:28 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 20:23:01, 713 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები ყველაზე მძლავრი და მომაკვდინებელი იარაღია, რაც ოდესმე შექმნილა

სწორად თუ გავიგე, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, მედვედევმა თავისუფლად მოიხსენია სიტყვა „ბირთვული“ და თქვა, რომ ის და სხვა ქვეყნები მიაწოდებდნენ ბირთვულ ქობინებს ირანს? მართლაც თქვა ეს, თუ ეს უბრალოდ ჩემი ფანტაზიაა? თუ მართლაც თქვა ეს და დადასტურდება, გთხოვთ, მაცნობოთ დაუყოვნებლივ. სიტყვა ბირთვულს არ უნდა მოეპყრო ასე თავისუფლად. ვფიქრობ, ამიტომაა პუტინი „ბოსი“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები ყველაზე მძლავრი და მომაკვდინებელი იარაღია, რაც ოდესმე შექმნილა.

„სხვათა შორის, თუ ვინმე ფიქრობს რომ ჩვენი ტექნიკა, რაც უქმე დღეებში გამოვიყენეთ, კარგი იყო, ვიტყვი, რომ ყველაზე ძლიერი და საუკეთესო აღჭურვილობა, რაც გვაქვს, კიდევ 20 წლით წინაა ყველაზე, ესაა ჩვენი ბირთვული წყალქვეშა ნავები. ისინი ყველაზე მძლავრი და მომაკვდინებელი იარაღია, რაც ოდესმე შექმნილა და ახლახან გაუშვეს 30 ტომაჰავკი. 30-ვემ სრულყოფილად მიაღწია სამიზნეებს. ასე რომ, ჩვენი შესანიშნავი გამანადგურებელი პილოტების გარდა, მადლობა კაპიტანსა და ეკიპაჟს“,​​​​​​​​ – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა მზადაა, ირანს მიაწოდოს საკუთარი ბირთვული ქობინები“. მედვედევი ამგვარად გამოეხმაურა აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics