02:18 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-08 17:08:36, 1085 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი - სადაც არს სიყვარული, იქ არ არის ადგილი „უსაფრთხოების“ ზონებისთვის

რომი პაპი ლეო XIV ნაციონალისტურ პოლიტიკურ მოძრაობებს აკრიტიკებს. ამის შესახებ მან წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო მესის დროს ისაუბრა.

ქადაგებისას პონტიფიკოსმა უფალს შესთხოვა, რომ „გახსნას საზღვრები, დაანგრიოს კედლები და გაფანტოს სიძულვილი“.

„სადაც არს სიყვარული, იქ არ არის ადგილი ცრურწმენებისთვის, „უსაფრთხოების“ ზონებისთვის, რომლებიც ჩვენ მეზობლებისგან გვმიჯნავს, აღმატებული აზროვნებისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ასევე აღზევებულს პოლიტიკურ ნაციონალიზმში“, – თქვა რომის პაპმა.

რომის პაპის თქმით, „სული წმინდა ანგრევს ბარიერებს და ანადგურებს გულგრილობისა და სიძულვილის კედლებს, რადგან ის გვასწავლის და გვახსენებს მაცხოვრის სიტყვებს“.

ლეო XIV რომის პაპად 8 მაისს აირჩიეს. ის პირველი ამერიკელი პაპი გახდა.

აღსანიშნავია, რომ რომის  პაპად არჩევამდე, კარდინალი პრევოსტი არ ერიდებოდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკის კრიტიკას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics