22:27 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-31 15:26:19, 1024 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე მელიას დაკავებაზე - ივანიშვილი იმ ლიდერების იზოლაციას ცდილობს, ვინც შეიძლება ის ხალხთან ერთად გადატეხოს

ივანიშვილის რეჟიმის არის შუშისფეხებიანი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადატყდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

მაჯგალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის შეშინებული და დამალული, სწორედ ამიტომ ცდილობს ოპოზიციის ლიდერები დააკავოს და მათი პოლიტიკური პროცესებისგან იზოლაცია მოახდინოს.

„ივანიშვილის რეჟიმის არის შუშისფეხებიანი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადატყდეს. ამიტომ ცდილობს, ვინც შეიძლება ის გადატეხოს ხალხთან ერთად და აქტიური იყოს ამ ბრძოლაში, ამ ლიდერების იზოლაცია მოახდინოს. მის სამიზნეა გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე, ნიკა გვარამია და მამუკა ხაზარაძე. ივანიშვილი არის შეშინებული და დამალული“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობას და სენატორ სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტს, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ აშშ-ის, როგორც დემოკრატიის ფლაგმანის გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები და პოლიტიკურ ლიდერებზე ძალადობის შეწყვიტა.

„როგორც სოციალურ მედიაში ხუმრობენ, ივანიშვილი ისე დაემალა ტრამპისა და რუბიოს წერილს, როგორც პატრული მოგიტანს 5000-ლარიან ჯარიმას და ხალხი ემალება მას. ამერიკა კვლავ დემოკრატიის ფლაგმანია მსოფლიოში. მათი გზავნილია მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები და შეწყვიტონ ძალადობა პოლიტიკურ ლიდერებზე. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება, ივანიშვილი კი- მეტი ძალადობა, მეტი რეპრესია, მეტი დაპატიმრება“, - განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics