02:17 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 12:29:20, 722 ნახვა

ეკონომიკა
საპენსიო რეფორმისდეპარტამენტის ხელმძღვანელი: დაგროვებით საპენსიო ფონდში, მოქალაქე, დამსაქმებელი და სახელმწიფო 2-2%-ს შეიტანენ

საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის  ხელმძღვანელის, ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, დაგროვებით საპენსიო ფონდში, მოქალაქე, დამსაქმებელი და სახელმწიფო 2-2%-ს შეიტანენ.

როგორცძიძიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  დაგროვებითი საპენსიო მოდელი 2017 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება. 

„მოქალაქე საპენსიო ფონდში 2%-იან შენატანს განახორციელებს, ასევე დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან დამატებით 2-2 % გადაურიცხონ საპენსიო ანგარიშზე. მთლიანი შენატანი იქნება 6%, რომელიც არ დაიბეგრება. იმისათვის, რომ მოქალაქე სახელმწიფოს მიერ გადახდილ სოციალურ პენსიაზე არ იყოს დამოკიდებული, მას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად უზრუნველი საპენსიო დაგეგმვის შესაძლებლობა. საპენსიო ფონდში შეტანილი თანხა არ დაიბეგრება, მოხდება ამ თანხების ინვესტირება ეკონომიკაში, აღნიშნულ თანხას მოგება, მთლიანი დანაზოგები ყოველთვიურად, ყოველწლიურად გაიზრდება და მოქალაქეს ხელმისაწვდომობა ექნება, როდესაც საპენსიო ასაკს მიაღწევს“, - განაცხადა  ოთარ ძიძიკაშვილმა და დასძინა, რომ დაგროვებითი პენსია ნებაყოფლობითია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics