08:42 - 28 Jul, 2026
|
2025-05-06 10:04:30, 8830 ნახვა
სამხედრო
რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის 11 ოლქში 100-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის რეგიონების თავზე 105 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების განმარტებით, 32 დრონი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 22 -ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, 19 - მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, 10 უპილოტო საფრენი აპარატი პენზას ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, 9 კალუგის ოლქის ტერიტორიაზე, 6 ბელგოროდის ოლქში, ორ-ორი უპილოტო საფრენი აპარატი ლიპეცკისა და სამარის ოლქების ტერიტორიებზე და თითო-თითო უპილოტო საფრენი აპარატი ვლადიმირის, კურსკისა და როსტოვის ოლქების ტერიტორიებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)