20:11 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-06 10:00:53, 646 ნახვა

მსოფლიო
პიტ ჰეგსეთი სამხედრო მაღალჩინოსნების შემცირებას გეგმავს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა ოთხვარსკვლავიანი ოფიცრების რაოდენობის 20%-ით შემცირების ბრძანება გასცა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასევე მინიმუმ 20%-ით შემცირდება გენერლების რაოდენობა ეროვნულ გვარდიაში და დამატებით 10%-ით შემცირდება გენერლების და ადმირალების რაოდენობა მთელ არმიაში.

„მეტი გენერალი და ადმირალი მეტ წარმატებას არ იწვევს“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

მისი განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებები მაღალი რანგის ოფიცრების დასასჯელად განკუთვნილი ნაბიჯი არ არის და ეს არის განხილვის პროცესის შედეგი, რომელიც განხორციელდა გაერთიანებული შტაბების უფროსებთან კოორდინაციით და მიზნად ისახავს სამხედროების მზადყოფნისა და ეფექტურობის მაქსიმიზაციას პოტენციური კონფლიქტისთვის.

Bloomberg-ი წერს, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ შეთავაზებული ასეთი ცვლილებები კონგრესის მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს.

ცნობისთვის, კონგრესის კვლევითი სამსახურის 2024 წლის მარტის ანგარიშის თანახმად, აშშ-ში, 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, 37 ოთხვარსკვლავიანი ოფიცერი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics