06:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 17:40:13, 726 ნახვა

მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი - აშშ-სთან მოლაპარაკებები ნორმალურად მიმდინარეობს

"მოლაპარაკებები ნორმალურად მიმდინარეობს. [...] ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით, რომ შეთანხმება შედგეს" – ამბობს ირანის პრეზიდენტი ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული იარაღის შესახებ მოლაპარაკებებზე. 

ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მიმართ არც ძალიან პესიმისტურად, თუმცა არც ზედმეტად ოპტიმისტურად არის განწყობილი. 

"მოლაპარაკებებმა შესაძლოა შედეგი მოიტანოს ან არ მოიტანოს. ჩვენ არც ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და არც ძალიან პესიმისტურად. რა თქმა უნდა, მეორე მხარეს [აშშ] ძალიან სკეპტიკურად ვუყურებთ, მაგრამ ჩვენ შესაძლებლობებში თავდაჯერებულები ვართ" – თქვა ფეზეშქიანმა. 

გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი რომში, 19 აპრილს გაიმართება. 

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 12 აპრილს ომანში გაიმართა. 

შეხვედრა ომანის დედაქალაქ მუსკატში ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაიყო. მხარეებმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ილაპარაკეს. 

როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, შეხვედრაზე უიტკოფმა და არაღჩიმ "ცოტა ხნის განმავლობაში ისაუბრეს". ირანულმა მხარემაც დისკუსიები "კონსტრუქციულად" მოიხსენია. 

მოგვიანებით, თეთრმა სახლმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შეხვედრა "კონსტრუქციულად" არის მოხსენიებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics