15:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-10 17:00:13, 452 ნახვა

პოლიტიკა
ჯემალ გამახარია - მიმდინარე წლის ბიუჯეტი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული

წინა წელს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული პრობლემები და მიმდინარე წლის ბიუჯეტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე არის ორიენტირებული, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დეპუტატებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და მიმდინარე წელს დაგეგმილი პრიორიტეტები და სამომავლო ინიციატივები განიხილეს.

როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის მიერ წარდგენილი მოხსენება დადებითად შეაფასეს.

„ჩვენმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, სადაც ყურადღება მთავრობის მუშაობის ფაქტობრივად ყველა მიმართულებაზე გამახვილდა.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად მთელ რიგ საკითხებზე. წინა წელს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული პრობლემები და მიმდინარე წლის ბიუჯეტი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე არის ორიენტირებული“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავრობის ცნობთ, აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics