|
2016-03-14 13:27:12, 1775 ნახვა
რეგიონი
ოთარ დანელია შიდა ქართლში სამელიორაციო სამუშაოებს გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხასთან სარწყავი სისტემების საექსპლუატაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საექსპუატაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელი ცხრამუხას ტერიტორიაზე ტაშისკარის სარწყავი სისტემის ორი გამანაწილებლის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გამანაწილებელი არხები ემსახურება 900 ჰეტქარი მიწის ფართობის ირიგაციას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობას - დაახლოებით 250 კომლს საშუალება ექნება 120 ჰექტარ მიწის ფართობზე აღადგინოს სასოფლო-სამურნეო საქმიანობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ განხორციელებულა. მიმდინარე სამუშაოები, რომლის ღირებულება 26 000 ლარია, მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს დასრულდება. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შიდა ქართლში სამელიორაციო სისტემების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის შესახებ. 2012 წელს შიდა ქართლის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი იყო 11 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი. უკანასკნელ 3 წელიწადში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 30 სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სამუშაოები ჩაუტარდა 380 კმ. საირიგაციო არხს. რის შედეგადაც რეგიონში წყალუზრუნველყოფილი სავარგულების ფართობი 18 700 ჰექტრამდე გაიზარდა. დღეისათვის შიდა ქართლში მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 1 სარეაბილიტაციო პროექტი. მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება 12 გარდამავალი სარეაბილიტაციო პროექტის დაწყება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)