15:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 09:10:47, 795 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ჩვენი შეტევები გაგრძელდება

"ჰუსიტების“ წინააღმდეგ ჩვენი შეტევები გაგრძელდება, ვიდრე ისინი ნავიგაციის თავისუფლებას საფრთხეს აღარ შეუქმნიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტი“ ტერორისტები ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი დარტყმების შედეგად განადგურდნენ. მათი ბევრი მებრძოლი და ლიდერი უკვე ჩვენთან აღარ არის. ჩვენ მათ ყოველდღე და ყოველ ღამე ვურტყამთ - უფრო და უფრო ძლიერად“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რომელიც რეგიონს და გემებს საფრთხეს უქმნის, სწრაფად ნადგურდება.

„ჩვენი შეტევები გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი ნავიგაციის თავისუფლებას საფრთხეს აღარ შეუქმნიან. „ჰუსიტების“ არჩევანი ნათელია: ამერიკული გემების წინააღმდეგ სროლა შეწყვიტეთ და ჩვენ თქვენს წინააღმდეგ სროლას შევწყვეტთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ და ნამდვილი ტკივილის მიყენება ჯერ კიდევ წინ არის, როგორც „ჰუსიტებისთვის“, ასევე ირანში მათი სპონსორებისთვის“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics