18:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 14:14:22, 707 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის სათხილამურო კურორტზე სასტუმრო დაიწვა - არიან დაღუპულები

თურქეთში, ულუდაღის სამთო-სათხილამურო კურორტზე მდებარე სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

სასტუმრო დაკეტილი იყო, ვინაიდან 1 იანვარს ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასტუმროს ლიცენზია არ განუახლა. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. 

ცეცხლის გაჩენის მომენტში სასტუმროს ტერიტორიაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს ოჯახი: მამა, დედა და ვაჟიშვილი. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად მამა და შვილი გარდაიცვალნენ.

ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართული იყო 25 სახანძრო მანქანა და 60 მეხანძრე. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობენ პროკურატურის წარმომადგენლები და გამომძიებლები, ისინი ხანძრის გაჩენის მიზეზის დადგენას ცდილობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics