20:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 11:51:06, 658 ნახვა

პოლიტიკა
კუპრაძე საგამოძიებო კომისიის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარებაზე - ეს არის ცირკი, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“

ეს არის ცირკი, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტიკური, პროპაგანდული მიზნების გათვალისწინებით, - ასე შეაფასა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიაში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაბარება.

მისი განცხადებით, ხელისუფლების მუქარის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არანაირი ტიპის წინააღმდეგობის არ ეშინიათ.

„რითაც არ უნდა დაიმუქროს „ქართულმა ოცნებამ“, არალეგიტიმურ პარლამენტთან სრული, რაიმე ტიპის ნებისმიერი თანამშრომლობა არის გამორიცხული. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობით, ძალადობით, პოლიტიკური დევნით იმუქრებიან, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არ ეშინია არანაირი ტიპის წინააღმდეგობის იმიტომ, რომ მეორე მხარეს დევს საქართველოს ეროვნული ინტერესი“, - განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა. როგორც ხაზარაძე აცხადებს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და "ამ ცირკში მონაწილეობას" არ აპირებს. ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ არასდროს გაჰქცევია მართლმსაჯულებას. ხაზარაძე ხელისუფლებას ურჩევს, თუ რამე აქვთ გასარჩევი, სასამართლოს მიმართონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics