19:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 10:56:06, 832 ნახვა

მსოფლიო
მასკის X უარს ამბობს თურქი ოპოზიციონერებისა და ურნალისტის ანგარიშების დაბლოკვაზე

ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლის, ილონ მასკის სოციალური მედიის კომპანია X უარს ამბობს დააკმაყოფილოს თურქეთის რამდენიმე სასამართლო განკარგულება 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვის შესახებ, რომლებიც თურქულ ახალი ამბების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ფიგურებსა და სტუდენტებს ეკუთვნით.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით მრავალ სასამართლო განკარგულებას თურქეთის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოსგან თურქეთის შიგნით 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვის შესახებ, რომლებიც ახალი ამბების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ფიგურებს, სტუდენტებსა და სხვებს ეკუთვნით". - წერს X-ის გლობალური მთავრობების საქმეთა ანგარიში.

განცხადებაში წერია, რომ X-ზე პირველხარისხოვანია, რომ მომხმარებლებს ისეთი პლატფორმა მიაწოდონ, რომელიც ყველა ადამიანის სიტყვის თავისუფლების დაცვის მიმართ არის ერთგული.

"ჩვენ გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობის მხრიდან, არა მხოლოდ არაკანონიერია, არამედ ხელს უშლის მილიონობით თურქ მომხმარებელს, მიიღონ ახალი ამბები და ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ დისკურსში". - წერს X.

ხოლო განცხადების ბოლოს წერია, რომ "X ყოველთვის დაიცავს სიტყვის თავისუფლებას ყველგან, სადაც ჩვენ ვოპერირებთ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics