|
2016-03-12 14:07:09, 1365 ნახვა
კომენტარი
ცისკარიშვილი გავრცელებულ კადრებზე: ეს გახლავთ დასტური იმისა, რომ ქვეყანაში გოიმების ბანდა ბოგინობს
„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იმის დასტურია, რომ ქვეყანაში „გოიმების ბანდა ბოგინობს“. როგორც ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თემის კომენტირებისას განაცხადა, რაც უფრო ნაკლები საუბარი იქნება გავრცელებულ კადრებზე, ქვეყნის პერსპექტივისთვის უკეთესი იქნება. „ეს კადრები არ მინახავს და არანაირი სურვილი არ მაქვს მისი ხილვის. ეს გახლავთ დასტური იმისა, რომ ქვეყანაში გოიმების ბანდა ბოგინობს. დამკვეთი, შემსრულებელი და გამომქვეყნებელი სწორედ გოიმობის მაჩვენებლები არიან მთელი საზოგადოებისთვის. ამიტომ რაც ნაკლები აჟიოტაჟი იქნება ამ თემაზე, მით უფრო უკეთესია ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისთვის. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“,-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრს ეკუთვნის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად, youtube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელებიდან დაახლოებით 1 საათში დაბლოკა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)