00:00 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 20:08:13, 723 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ახლახანს დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი დასრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ტრამპის ცნობით, სატელეფონო საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და მისივე თქმით, პრეზიდენტებმა რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების კოორდინაციის მიზნებზე ისაუბრეს.

"ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

დისკუსიის დიდი ნაწილი ეყრდნობოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინდელ საუბარს რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების კოორდინაციის მიზნით. ჩვენ მოლაპარაკებების გზაზე ვართ და მე ვთხოვ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ უოლცს განხილული პუნქტები ზუსტად აღწერონ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება", - წერს ტრამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics