05:28 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 09:11:18, 575 ნახვა

მსოფლიო
არგენტინაში, საპროტესტო აქციის დროს, პოლიციამ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

არგენტინაში პენსიონერებსა და რამდენიმე საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დედაქალაქ ბუენოს-აირესში კონგრესის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს შეტაკება მოხდა.

მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ხავიერ მილეის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკის გასაპროტესტებლად და პენსიის გაზრდის მოთხოვნით შეიკრიბნენ, თუმცა მოგვიანებით მშვიდობიანი დემონსტრაცია, ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეტაკებები მაშინ დაიწყო, როცა ფეხბურთის გულშემატკივრების დიდი ჯგუფი პენსიონერთა მხარდასაჭერად აქციას შეუერთდა და პოლიციამ შექმნა კორდონი, რათა მათი კონგრესისკენ წინსვლა დაებლოკა.

არგენტინის უსაფრთხოების სამინისტრომ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ძალადობრივად იქცევა, არღვევს უსაფრთხოებას, მოძრაობას ან საზოგადოებრივ წესრიგს, ფეხბურთის სტადიონებზე შესვლას უკრძალავს. ეს ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს, რომლებიც პენსიონერების აქციას შეუერთდნენ და პოლიციასთან დაპირისპირებაში ჩაერთნენ, ხელისუფლების მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არ ექნებათ უფლება, თავიანთი გუნდის თამაშებს დაესწრონ.

ცნობისთვის, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში პენსიონერები, პენსიის გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს ყოველ ოთხშაბათს რამდენიმე კვირაა მართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics