05:27 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 19:06:11, 607 ნახვა

მსოფლიო
კანადა დაახლოებით 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტზე 25%-იან ტარიფებს აწესებს

აშშ-ის ტარიფების საპასუხოდ კანადა 25%-იან ტარიფებს შემოიღებს დაახლოებით 30 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ იმპორტზე. ამის შესახებ განცხადება კანადის ფინანსთა მინისტრმა, დომინიკ ლებლანმა გაავრცელა.

“ვაცხადებ, რომ კანადის მთავრობა დოლარი-დოლარისთვის მიდგომით, ხვალ, 2025 წლის 13 მარტს, 12:01 საათიდან დააწესებს საპასუხო ტარიფებს შეერთებული შტატებიდან დამატებით 29.8 მილიარდი აშშ დოლარის იმპორტზე.

ეს მოიცავს 12.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფოლადის პროდუქციას და 3 მილიარდი აშშ დოლარის ალუმინის პროდუქციას, ასევე, დამატებით 14.2 მილიარდი აშშ დოლარის იმპორტირებულ ამერიკულ საქონელს, რაც ჯამში 29.8 მილიარდი აშშ დოლარი გამოდის. დამატებით საქონელს, რომელსაც საპასუხო ტარიფები შეეხება, მოიცავს კომპიუტერებს, სპორტულ აღჭურვილობასა და თუჯის პროდუქციას”, - განაცხადა ლებლანმა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა 25%-იანი ტარიფები კანადიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics