20:58 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-11 14:00:48, 578 ნახვა

სამართალი
ირაკლი პაპიაშვილის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა პირადი ნივთები და 5 ათასი დოლარი ამოიღეს

დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ბრალდებული ბიზნესმენის ირაკლი პაპიაშვილის კუთვნილი ავტომანქანიდან, ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა პირადი ნივთების გარდა 5 ათასი დოლარი ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, პაპიაშვილის პირადი ავტომანქანა მას შემდეგ გაჩხრიკეს, რაც მას სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა.

ჩხრეკას ადვოკატი და თავად ბრალდებული ესწრებოდნენ.

რაც შეეხება ამოღებულ თანხას, თავად ბრალდებული ამბობს, რომ ეს ადვოკატისთვის გადასაცემი ჰონორარი იყო და ვინაიდან დაკავებას ელოდებოდა, თანხა მანქანაში ადვოკატისთვის მისაცემად ჰქონდა შენახული.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება ბრალდებულებების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონო კვეთის შესაძლო მცდელობაზე. მისი თქმით, სწორედ ამ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ჩხრეკაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics