06:21 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 15:32:30, 5949 ნახვა

სპორტი
უვე ბეიერი გუდაურში დასკვნითი მსოფლიო თასის ეტაპის გამართვით კმაყოფილია

მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის, – ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორმა, უვე ბეიერმა განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ორი არაჩვეულებრივი შეჯიბრი გუდაურში. ეს იყო კარგად ორგანიზებული, მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისგან. ყველა იყო ძალიან მოტივირებული წარმატებული ღონისძიება ჩაეტარებინათ. ეს იყო მაღალი კლასის სნოუბორდ კროსის შეჯიბრება, სპორტსმენები იყვნენ კმაყოფილები, მათ სახეზე იყო ღიმილი. მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ამ ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქ დავბრუნდით.

გუდაურს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენ მსოფლიო თასების ჩატარების კუთხით გრძელვადიანი გეგმები გვაქვს. ბედნიერები ვართ, რომ გუდაური მოინიშნა მსოფლიო რუკაზე და ყველა საუბრობს აქ ჩატარებულ ღონისძიებებზე. ჩვენ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხთან”,- განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორმა.

გუდაურში დასკვნითი მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. ღონისძიებაში 21 ქვეყნის (კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია,ავსტრალია, შვეიცარია, ჩინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია, ჩეხეთი,უნგრეთი, იაპონია, ნიდერლანდები, უკრაინა, კორეა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი) 88 სპორტსმენმა იასპარეზა. შეჯიბრება პირდაპირ ეთერში „ევროსპორტზე“ გადაიცემოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics