14:24 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 12:58:54, 436 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სააგენტო Associated Press-ი სასამართლოში უჩივის

სააგენტო Reuters-ი  ინფორმაციით, სააგენტო Associated Press-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის.

სააგენტო Associated Press-ი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას იმის გამო უჩივის, რომ თეთრმა სახლმა სააგენტოს ჟურნალისტებს პრეზიდენტთან წვდომა შეუზღუდა.

თეთრი სახლის ცნობით, Associated Press-ის ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტსა და პრეზიდენტის თვითმფრინავზე Air Force One-ზე იმის გამო არ უშვებენ, რომ სააგენტო „ამერიკის ყურის“ ნაცვლად კვლავ „მექსიკის ყურეს“ იყენებს.

„აშშ-ში პრესასა და ყველა ადამიანს საკუთარი სიტყვების არჩევის უფლება აქვს, ისე რომ ხელისუფლების მხრიდან შურისძიების მსხვერპლი არ გახდეს. კონსტიტუცია ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების კონტროლის უფლებას არ აძლევს და ხელისუფლების მიერ მსგავსი კონტროლი და საპასუხო რეპრესიები ყველა ამერიკელის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია Associated Press-ის სარჩელში.

შეგახსენებთ, გასულ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც „მექსიკის ყურეს“ სახელი „ამერიკის ყურით“ შეუცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics