17:10 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 12:19:48, 463 ნახვა

მსოფლიო
რასა იუკნევიჩიენე - წარმოდგენაც არ მინდა, როგორ დასრულდება ტრამპის კოშმარი

წარმოდგენაც არ მინდა, როგორ დასრულდება ტრამპის კოშმარი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

იუკნევიჩიენეს თქმით, დილა კიდევ უფრო საშინელი ახალი ამბებით დაიწყო.

რასა იუკნევიჩიენე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის უკმაყოფილებაზე, რომ ერ-რიადში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე უკრაინა მიწვეული არ ყოფილა.

„წარმოდგენაც არ მინდა, როგორ დასრულდება ტრამპის კოშმარი. იღვიძებ ამ დილით კიდევ უფრო საშინელი ახალი ამბებით. ჩემო ძვირფასო ამერიკელებო, განსაკუთრებით რესპუბლიკელებო, ამ ქვეყანაში ხმის უფლება კიდევ გაგაჩნიათ?“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „დღეს გავიგე, რომ „ჩვენ არ მიგვიწვიეს“, სამი წელი სად იყავით? თქვენ არასოდეს უნდა დაგეწყოთ ეს ომი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics