|
2025-02-17 15:23:51, 5394 ნახვა
სპორტი
თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior მესტიაში წარმატებით ჩატარდა
13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარია. შეჯიბრება ზურულდის მთაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა 3 ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდა სპორტსმენებმა მიიღეს. გამარჯვებულებისა და პრიზიორების დაჯილდოება მესტიის პარკში მოწყობილ სპორტულ სოფელში გაიმართა. ახალგაზრდა სპორტსმენებს მედლები და პრიზები გადაეცათ. შეჯიბრებას, სპორტულ სოფელში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე, თვალს ადევნებდნენ ზამთრის სპორტის მოყვარულები და გულშემატკივრები. ამასთან, ყველას ჰქონდა საშუალება, გაცნობოდნენ ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთ პროდუქციას და დაეგემოვნებინათ სვანური სამზარეულოს კერძები. Svaneti Freeride Week Junior-ის გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ:
წელს, ზამთრის სპორტის მხარდაჭერას თიბისი გუდაურში გააგრძელებს. 20 მარტს, Freeride Week Junior-ის მომდევნო ეტაპი გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)