13:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 09:28:12, 381 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - “ოცნებამ“ ჯერ მის რიგებში მყოფი “ნაცები“ გაასამართლოს

,,ოცნებამ“ ჯერ გასამართლება დაიწყოს იმ ადამიანების, რომლებიც ყოფილი „ნაცები“ არიან მის რიგებში, ნამდვილი ფუნდამენტალისტური „ნაცები“, რომლებიც იყვნენ, შემდგომ რაღაც იმედი შეიძლება გაჩნდეს, რომ „ოცნება“ ვინმეს გამსამართლებელია,- ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში შექმნილ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას ცირკს უწოდებს და მმართველ პარტიას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, ახალი არჩევნების ჩანიშვნისკენ და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.

„არ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას, “ოცნებამ” ჯერ გასამართლება დაიწყოს იმ ადამიანების, რომლებიც ყოფილი “ნაცები” არიან მის რიგებში, ნამდვილი ფუნდამენტალისტური “ნაცები”, რომლებიც იყვნენ, შემდგომ რაღაც იმედი შეიძლება გაჩნდეს, რომ “ოცნება” ვინმეს გამსამართლებელია და რაიმეს აპირებს. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ფარსი და ტყუილია. მცდელობაა, რომ ფარსი პოლიტიკური პროცესი შეიქმნას, სინამდვილეში დღეს გასასამართლებელია „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ და როგორ უნდა გაასამართლონ მათ ერთმანეთი, არ წარმომიდგენია. სჯობს მათ ამ ცირკს თავი დაანებონ და იზრუნონ იმაზე, რომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ, არჩევნების ახალი თარიღი დაინიშნონ და შეიცვალოს საარჩევნო გარემო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთ საბაზისო უფლებებს ქუჩაში კი არ იცავდნენ, არამედ ამის გაკეთება უფრო ცივილიზებულ დემოკრატიულ ფორმებში შეეძლოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics