07:36 - 28 Jul, 2026
|
2025-02-10 16:09:57, 3434 ნახვა
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადშია
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა და დიდი ალბათობით, ხვალ, 11 თებერვალს „ბრესტის“ წინააღმდეგ ითამაშებს. ფრანგულმა გრანდმა გამოაქვეყნა შემადგენლობა, რომლითაც ბრესტში გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ორი მატჩი გამოტოვა, რადგან „ნაპოლიდან“ გადასვლის შემდეგ პლეიოფამდე ტურნირზე ასპარეზობის უფლება არ ჰქონდა. „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის 1/16 ფინალის პირველ მატჩს „ბრესტთან“ 11 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე გამართავს. შეხვედრა სტადიონ „სტად დე რუდურუზე“ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)