|
2025-02-09 09:04:56, 3766 ნახვა
სპორტი
ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა მოიგო
ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა ჩაატარა და ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა. 29 წლის თოფურიამ მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო. პირველ ორ რაუნდში ბრძოლა, ძირითადად, დგომში მიმდინარეობდა და ალექსანდრე კრივით ცდილობდა უპირტარესობის მოპოვებას, ხოლო მესამე რაუნდში თიქნესს ჭიდაობაშიც აჯობა. შედეგად, UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ილია თოფურიას უფროსმა ძმამ პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აქამდე მას შერეულ ორთაბრძოლებში 5 გამარჯვება და ერთი მარცხი ჰქონდა, ავსტრალიელისთვის კი ეს კარიერაში პირველ მარცხი გახლდათ, აქამდე მან 7-ჯერ მოიგო. ბრძოლის დროს ალექსანდრე თოფურიას ილია ეხმარებოდა, ხოლო კოლბი თიქნესს რჩევებს ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი აძლევდა. ამჟამად UFC-ში ექვსი ქართველი ირიცხება. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს, ხოლო ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურიაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)