21:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 17:18:03, 474 ნახვა

პოლიტიკა
“თბილისი მოლთან“ გამართული აქციის გამო, გიგი უგულავას 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უგულავამ და 7 პირი, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დააკავა.

როგორც სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია წერს, ამ წუთის ინფორმაციით, ''თბილისი მოლის'' წინ გამართული აქციის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს:
დიმიტრი ბიძინაშვილი
გიგი უგულავა
ირაკლი წიგნაძე 
ირაკლი ტაბლაძე
ნიკოლოზ კუპატაძე
ვასილ ელიავა
ნიკოლოზ ქუმსიშვილი
ალექსანდრე გოგოლაძე

ცოტა ხნისწინ, შსს- ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, დაკავებული არიან:1991 წელს დაბადებული ი.წ., 1982 წელს დაბადებული ი.ტ., 2004 წელს დაბადებული ნ.კ., 1992 წელს დაბადებული ვ.ე., 1978 წელს დაბადებული ნ.ქ., 1994 წელს დაბადებული ა.გ., 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და 1975 წელს დაბადებული გ.უ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას" - წერს უწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics