03:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-30 15:49:12, 398 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - სამწუხაროდ, გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს, ელჩი თავის თავს და ქვეყანას არ ეკუთვნის

„ამ კონკრეტულ ელჩს ჰყავს თავისი პატრონი და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომელიც აცხადებს, რომ ახლად არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს.

„ჩვენ უკვე ვთქვით და გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს. არიან გარკვეული დიპლომატები, ჩვენი რადიკალური „წვრილფეხა“ ოპოზიცია, არის ბრიუსელის გარკვეული ბიუროკრატია და ყველანი იმართებიან კონკრეტული ადამიანებისგან. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ყველანი იმართებიან გარედან. აქვთ ერთიანი „მესიჯ ბოქსი“. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. ეს კონკრეტული ელჩიც თავის თავს და ქვეყანას არ ეკუთვნის. მას ჰყავს თავისი პატრონი და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics