12:51 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 09:46:30, 671 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ალექსანდრე ს. თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ალექსანდრე ს-ს პირადი ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით).
www.police.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics