08:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 16:31:39, 518 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე იაკობი - როგორ შეიძლება ევროპელებისგან უაზრო საყვედურები მივიღოთ?

როგორ შეიძლება ევროპელებისგან უაზრო საყვედურები მივიღოთ? თავში ნუ აუვარდებათ - რისთვის გვინდოდა ევროკავშირში ან ნატო-ში შესვლა, რომ დაცულები ვყოფილიყავით და წარმატებული ცხოვრება გვქონოდა, მაგრამ თუ დღესვე მბლოკავ ყველაფერში და შენს ჭკუაზე უნდა ვიარო, ბოლო ბოლო ვინ ხარ? - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.

„ქალბატონებო, დედები ხართ, არ გაიმეოროთ ის სამარცხვინო საქციელი, რასაც ზოგიერთი ქართველი, ქალბატონად წოდებული აკეთებს. ეს ერის დიდი სირცხვილია. შაჰ-აბასს არ გაუკეთებია ისეთი ცუდი, ესენი რომ აკეთებენ. შაჰ-აბასი რომ გვკლავდა, მოწამეები ვხდებოდით. როგორ შეიძლება ევროპელებისგან უაზრო საყვედურები მივიღოთ? თავში ნუ აუვარდებათ. არც ჩვენ აგვივარდება თავში. ყველას ვაფასებთ, მაგრამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს, წესიერად არ მოგვქცევიან და ჩვენც, კარგად მოქცევაც შეგვიძლია და ისე მოქცევაც, როგორც თვითონ იქცევიან. იმედი მაქვს, ამერიკის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობებში შემოვა ქართველ ხალხთან, არ მოუსმენს სისულელეებს, რასაც ჩვენი ხალხის მცირე ნაწილი საუბრობს. ჯანსაღ ურთიერთობებში ჯანსაღი ცხოვრება დაგვიდგება, რისთვის გვინდოდა ევროკავშირში ან ნატო-ში შესვლა, რომ დაცულები ვყოფილიყავით და წარმატებული ცხოვრება გვქონოდა ყველა სფეროში. თუ დღესვე მბლოკავ ყველაფერში და შენს ჭკუაზე უნდა ვიარო, ბოლო ბოლო ვინ ხარ? ესტონეთიც რომ ავიღოთ, რასაც აკეთებენ, სირცხვილია, სამარცხვინოა, ყველა სფეროში შემოიტანეს პოლიტიკა. ჩვენ, ქართველები და მით უმეტეს, ჩვენი ეკლესია არავის მისცემს საშუალებას, ჩვენი ერი ვიღაცამ დაჩაგროს. შევრიგდეთ, დავილაპარაკოთ ერთმანეთთან და ყველა ქარტეხილს გადავივლით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics