15:36 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-19 21:41:53, 883 ნახვა

პოლიტიკა
უილსონი - ივანიშვილის ტირანული რეჟიმი არა მხოლოდ ფიზიკურად ესხმის თავს, არამედ იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს

ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს.. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი წერს და პოლიციის მიერ ოთარ კვარაცხელიასა და რატი ტყემალაძის გატაცებას ეხმიანება.

"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი არა მხოლოდ ფიზიკურად ესხმის თავს, არამედ ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს, რომლებიც ითხოვენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი და მალე ისტორიის ფერფლის გროვად გადაიქცევა" | წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე

ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე ამ დრომდე პატიმრობაში არიან და 18 და 23 წლის ახალგაზრდებს პოლიცის დაუმორჩილებობისთვის  და ნიღბის ტარებისთვის ასამართლებენ 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics