19:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 11:46:14, 381 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას

ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ბოკუჩავას განმარტებით, დელეგაციის ვიზიტის მიზანია, შეაგროვოს მტკიცებულებები საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ და ამ მიზნით, ისინი დაკავებულებსაც შეხვდებიან.

„ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე განაცხადეს, რომ მათი ვიზიტი არ ემსახურება დე-ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციას იმიტომ, რომ ივანიშვილის პროპაგანდისტული მანქანა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტს საქართველოში ან მიზნებისთვის იყენებს. ამ პროპაგანდის გასანეიტრალებლად დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლამდე გააკეთა განცხადება, რომ ეს ვიზიტი არ ემსახურება არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებას. პირიქით, დელეგაცია აქ არის იმისთვის, რომ შეაგროვოს მტკიცებულებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, რასაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად ვხედავთ. ამ მიზნით, ისინი მათ შორის აპირებენ შეხვდნენ დაკავებულებს, იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ და არიან ხელისუფლების რეპრესიების, წამების და არაადამიანური მოპყრობის სამიზნე. რაც შეეხება არალეგიტიმური ხელისუფლების დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს, იცით, რომ ამ საკითხზე ჩვენ მივწერეთ, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. მიგვაჩნია, რომ სწორედ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და განმტკიცება არის ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ აღიაროს არალეგიტიმური ხელისუფლების უფლებამოსილება. ამ შინაარსის რეზოლუცია მიიღო "ევროპის სახალხო პარტიამ" ბრიუსელში, რაც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი არა მხოლოდ ევროპარლამენტში, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. დარწმუნებული ვარ, სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც იხელმძღვანელებენ სწორედ არაღიარების პოლიტიკის ამ სტანდარტით",-განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics