|
2025-01-15 13:55:01, 1751 ნახვა
სხვადასხვა
ბელა ზაქაიძე - სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!! როგორ შეიძლება მედია ერთიანი არ იყოს ამაში
"სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!! როგორ შეიძლება მედია ერთიანი არ იყოს ამაში და პარტიის გავლენით მოქმედებდეს" - ამის შესახებ "პირველი არხის" ჟურნალისტმა ბელა ზაქაიძებ საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა. მისი თქმთ, ამ ვითარებაში მედიამ ხმა ვერ ამიღოს წარმოუდგენელია. წინა ხელისუფლების დროს, როდესაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას დევნიდნენ, როდესაც ფინანსური პოლიციის თანამშრომლები შემოიჭრნენ “პალიტრის” მედიაჰოლდინგში, მაშინდელი სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობა ვერ გამოგვიცხადეს და ჩვენს მხარდამჭერ აქციაზე არ მოვიდნენ, მაშინ როდესაც დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციას საფრთხე ემუქრებოდა. 2014 წელს, როდესაც ავტომატიანმა რუსმა ჯარისკაცებმა ოპერატორთან და ჩართვის თანამშრომელთან ერთად დამაკავეს ოკუპაციის პრობლემების გაშუქებისას და ცხინვალის ციხეში ვყავდით დატყვევებულები, ერგნეთთან ჩვენი გათავისუფლების მოთხოვნით მედიის აქციაზე, კონკრეტული ჟურნალისტები არ დადგნენ, ჩვენი სამსახური აქციაში მონაწილეობას გვიკრძალავსო. მაშინაც ასე იყო და ახლაც სამწუხაროდ, ასეა. მე მგონია სამსახურის დაკარგვის შიშით, ან სხვა პრივილეგიების დაკარგვის შიშით, ხმა ვერ ამოვიღოთ, როდესაც ჩვენს კოლეგებს სპეცრაზმელები პირდაპირ ეთერებში ძვლებში ამტვრევენ, სისხლის სამართლის მუხლით აკავებენ და 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!! როგორ შეიძლება მედია ერთიანი არ იყოს ამაში და პარტიის გავლენით მოქმედებდეს!!!“ — წერს პირველი არხის ჟურნალისტი, ბელა ზაქაიძე სოციალურ ქსელში
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)