23:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 22:23:41, 465 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე მზია ამაღლობელზე - როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში ცემს პოლიციელს, უნდა დაისაჯოს

ეს არის უმარტივესი „ქეისი“, სადაც პოლიციელს სახეში ურტყამს ხელს ქალბატონი, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის დაპატიმრების ფაქტზე საუბრისას.

„ეს არის უმარტივესი „ქეისი“, სადაც პოლიციელს სახეში ურტყამს ხელს ქალბატონი. ახლა ჩვენ უნდა შევჯერდეთ, ეს მარტივია. როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში ცემს პოლიციელს, უნდა დაისაჯოს თუ არა? - თუ კითხვაა - კი. მაშინ ის ადამიანი დაკავებულია კანონიერად - დამთავრდა!“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics