22:01 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 00:36:41, 541 ნახვა

სამართალი
ბათუმში აქციაზე დაკავებულია რვა პირი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულია რვა პირი.

მისივე თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით - 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული.

„ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული - 166-ე და 173 მუხლებით, ზოგიერთი მხოლოდ 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის. დაკავებულია რვა ადამიანი“, - განაცხადა დგებუაძემ 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებული არიან:

  • გიორგი კირთაძე
  • ელენე ხოშტარია
  • გიორგი კაკალაძე
  • ელიზბარ ჩხიკვაძე
  • ლუკა ნაცვლიშვილი
  • შუშანა მაცაბერიძე
  • გურამ მურვანიძე
  • ლევან ხორავა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ ფოთში ჰყავთ გადაყვანილი.

„გიორგი კირთაძეს ხელწერილით გამოუშვებენ, როგორც გვითხრეს და ელენე ხოშტარიას ადგილმდებარეობას ვერ ვადგენთ“ – გვითხრეს საიაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 იანვარს, პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. გუშინ დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა დატოვა პოლიციის განყოფილება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics