01:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-12 21:36:24, 518 ნახვა

პოლიტიკა
რესტორან ბაბილოსთან სადაც მოსამართლეთა ბანკეტი იმართება, რამდენიმე პირი დააკავეს - ვიდეო

რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეთა საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი. ერთ-ერთი მოსამართლის პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაყვანას, აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. სწორედ ამ დროს ჩასვეს პოლიციელებმა მანქანაში აქციის მონაწილე და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

“ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას”, - აღნიშნეს ადგილზე სამართალდამცველებმა

“რატომ იჭერთ მონებო”, “გაუშვით” - ისმოდა შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.

მოსამართლეთა ნაწილი კვლავ რესტორანში რჩება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics