21:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-12 16:27:49, 506 ნახვა

სამართალი
დიმიტრი გვრიტიშვილი - მოსამართლეებს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლიბა ერთად შეიკრიბონ

რესტორან „ბაბილოში“, სადაც მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მოსამართლეები არასამუშაო დროს იკრიბებიან და წელიწადში ერთხელ კორპორაციული საღამოს მოწყობის სრული უფლება აქვთ.

„სანქციების არავის ეშინია. ეს არის ჩვეულებრივი შეხვედრა, რომელიც არასამუშაო დროს ტარდება. მოსამართლეებს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთად შეიკრიბონ,“ – განაცხადა გვრიტიშვილმა.

ამასთან, რესტორნის გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასამართლო სისტემის კრიტიკას გამოთქვამენ და ე.წ. რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

გვრიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი კოლეგები გადაწყვეტილებებს მტკიცებულებების საფუძველზე იღებენ და მათი საქმიანობა გამჭვირვალეა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს კოლეგებს გამოჰქონდათ, მტკიცებულებების საფუძველზე იყო მიღებული,“ – აღნიშნა მან.

ადგილზე კვლავ დაძაბული ვითარებაა, სადაც ერთმანეთს მოსამართლეთა კორპორაციული საღამო და საპროტესტო აქცია უპირისპირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics