|
2016-03-04 10:06:31, 3221 ნახვა
სპორტი
პრემიერი „მე და საზოგადოებაზე“: რისკების შესაძლო არსებობა, არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა საჭირო არაა
საქართველოს პრემეირმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგნის „მე და საზოგადოება“ ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დასმული ყველა კითხვა პასუხგაცემულია. მისივე შეფასებით, განასთლების მინსიტრის მიმართ სპეკულაციები ხორციელდება: „მინდა რამოდენიმე საკითხს შევეხო. ეს არის განათლების პროგრამაში ასეთი დისციპლინის, „მე და საზოგადოება“ შემოღება და ის გაუთავებელი თავდასხმები და სპეკულაციები განათლების მინისტრის მიმართ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე დღის წინ განხილვა მთავრობაში ამ საკიტხის, დაისვა შეკითხვები, მათ შორის, საჯარო სივრციდან წამოსული, თუნდაც ყველაზე კრიტიკული შეკითხვები. აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, არის პასუხგაცემული და ამოწურული.მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ის , რომ საწყისი ასაკიდანვე, ადრეული ასაკიდანვე ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ პასუხისმგებლობის გრძნობა და განვუვითაროთ ეს გრძნობა, მე მგონი, ამაში დადებითის გარდა არაფერია. რისკები ყველაფერში არსებობს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რისკები იქნას თავიდან აცილებული, პედაგოგების მომზადებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა, მაგრამ ის, რომ ასეთი რისკები შეიძლება არსებობდეს, არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა არაა საჭირო და მე ვფიქრობ, რომ ამაზე ყველანი ვთანხმდებით. და ამ შეხვედრაზე, რომელიც მე ვახსენე, ჩვენ ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ”,-განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ მთელი მთავრობის სახელით განათლების მინისტრს მხარადჭერას უცხადებს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)